ანკარაგიუჯუს პრეზიდენტმა, რომელმაც მსაჯს სცემა, ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ანკარაგიუჯუს'' პრეზიდენტმა, ფარუკ კოჯამ, რომელმაც გუშინ, ,,რიზესპორთან'' მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიში მოიხადა:
,,მინდა, ბოდიში მოვუხადო ბატონ მელერსა და მის ოჯახს, თურქ მსაჯებს, სპორტის საზოგადეობასა და მთელ ერს!
დიდ უსამართლობასაც რომ ჰქონოდა ადგილი, ვერაფერი ახსნის და გაამართლებს იმ ძალადობას, რომელიც ჩავიდინე, რაც ნამდვილად არ მინდოდა. სპორტული მოედნები ჯენტლმენური შეხვედრების ადგილი უნდა იყოს.
მსურს განვაცხადო, რომ ანკარაგიუჯუს პრეზიდენტის პოსტიდან გადავდექი, რათა მოსალოდნელი ზიანი თავიდან ავიცილოთ.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში გუნდის გულშემატკივრებს!'' - ფარუკ კოჯა
ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საფეხბურთო ლიგების მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
🚨 OFFICIEL ! Le président d'Ankaragucu annonce sa 𝗱𝗲́𝗺𝗶𝘀𝘀𝗶𝗼𝗻 après avoir frappé un arbitre ! 👋
— Actu Foot (@ActuFoot_) December 12, 2023
« Quelle que soit l'ampleur de l'injustice ou de la faute, rien ne peut légitimer ou expliquer la violence que j'ai perpétrée », a-t-il déclaré. pic.twitter.com/N2DNBbLQrk