თურქეთში მსაჯს სცემეს - მატჩები გადადებულია
თურქეთის საფეხბურთო ლიგები გაურკვეველი ვადით გადაიდო მას შემდეგ, რაც "ანკარაგიუჯუს" პრეზიდენტმა, ფარუკ კოჩამ მსაჯს, ჰალილ უმუთ მელერს ხელი დაარტყა. თურქეთის სუპერლიგაში გამართულ მატჩში "ანკარაგიუჯუმ "რიზესპორთან" ფრედ 1:1 ითამაშა. მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო გუნდის პრეზიდენტი და მისი ორი თანმხლები პირი მოედანზე შეიჭრნენ და მსაჯს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
Referee gets knocked out by Ankaragucu club president, then gets kicked in the head by an associate!😳WTF man !! pic.twitter.com/WZTBPDxNRC
— Gilles 🇳🇬🏴 (@_Grimanditweets) December 12, 2023
"ანკარაგიუჯუმ" წონასწორობა მატჩის 97-ე წუთზე აღადგინა და სწორედ ამ დროიდან მაყურებლებმაც დაიწყეს მოედანზე შესვლა. არეულობა ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა და მსაჯი პოლიციის დახმარებით გასახდელში გაიყვანეს.
თურქეთის ფეხბურთის ასოციაციამ ყველა ლიგის ჩანიშნული თამაში გაურკვეველი ვადით გადადო. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გმობს ნებისმიერ ძალადობის ფაქტს. პოლიციამ ფარუკ კოჩას დაკავების ორდერი გასცა.