Belive

"ანგე ფეხბურთს უკეთესს ხდის" - გვარდიოლა ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის მომავალ მოწინააღმდეგეზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, პოსტექოღლუ გამორჩეული მწვრთნელია და ის ფეხბურთს უკეთესობისკენ ცვლის.

ის რაც მან იაპონიაში, გლაზგოში "სელტიკთან" ერთად და ახლა "ტოტენჰემთან" ერთად აკეთებს, ვფიქრობ, რომ ფეხბურთს უკეთესს ხდის. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ მწვრთნელთან ერთად, მაყურებელიც ვარ. "დეზების" სათამაშო სტილით და მათი საქმის მიმართ მიდგომით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ინგლისში ყველა გულშემატკივარი ხედავს, რომ ისინი ძალიან კარგები არიან. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ თვეს პოსტექოღლუ პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ბერძენი სპეციალისტი ზედიზედ სამი თვეა ამ ტიტულს იგებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება 3 დეკემბერს, თბილისის დროით, 20:30 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები