ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ანდრეის დელეგატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ერთადერთი, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა თავად შევჩენკო იყო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობაზე სხვა კანდიდატები კენჭს არ იყრიდნენ.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო თავის დროზე უკრაინის საფეხბურთო ნაკრებსაც ედგა სათავეში.
Congratulations to Andriy Shevchenko who has become the President of Ukraine’s Football Association 👏🇺🇦 pic.twitter.com/tgGba37tKO
— Italian Football TV (@IFTVofficial) January 25, 2024