Belive

"ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ხალხის რეაქცია გამეგო" - რონალდინიო

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ისიც თქვა, რომ მათი თამაშების ყურებას საერთოდ არ აპირებდა. თუმცა, მოგვიანებით რონალდინიომ განაცხადა, რომ ეს განცხადება სპეციალურად გაავრცელა.

ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ხალხის რეაქცია გამეგო. ბრაზილიას ისე ვუგულშემატკივრებ როგორც არასდროს. - განაცხადა რონალდინიომ

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის დაწყებამდე ბრაზილიის ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკელებმა მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. მეორე კი აშშ-სთან გამართეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკის პირველობა 21 ივნისს არგენტინისა და კანადის შეხვედრით დაიწყება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 04:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები