Belive

ანდრეი შევჩენკო შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჯენოას" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული უკრაინელი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ გენუური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ახალ კანდიდატებს ეძებს და მათთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს. "ჯენოას" არჩევანი ამ ეტაპისთვის ორ სპეციალისტზე რონალდო მარანსა და დავიდე ბალარდინიზე აქვს შეჩერებული, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობაც, რომ კლუბის მმართველები უკრაინელ სპეციალისტს ნდობას უცხადებენ და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, თუმცა მედია ამ ვერსიას სარწმუნდო არ მიიჩნევს. უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 2021 წლის ზაფხულში გამართული ევრო 2020-ის შემდეგ, რომელზეც მისი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა (ინგლისთან 0:4), სერია A-ში მოთამაშე გუნდს სათავეში 7 ნოემბერს ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩი გამართა, საიდანაც მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ, "ჯენოას" მხოლოდ 12 ქულა აქვს, ბოლოსწინა, მე-19 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სხვა სტატიები