Belive

შევჩენკო: ,,ჩვენი ჯარით აღფრთოვანებული ვარ! საკუთარ ქვეყანას გმირულად ვიცავთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, მის ქვეყანას მხარს მთელი მსოფლიო უჭერს:
,,ჩვენი ჯარით აღფრთოვანებული ვარ! საკუთარ ქვეყანას გმირულად ვიცავთ. ყველას თავისი ფრონტი აქვს, ჩვენ, სპორტსმენებმა, ცნობილმა ადამიანებმა, მსოფლიოს უნდა მოვუყვეთ იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. ყველა კარზე უნდა დავაკაკუნოთ, რათა სამყარომ მოგვისმინოს და დაგვეხმაროს. მინდა, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მსოფლიოსგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ფაქტობრივად, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენი ხალხის ძახილს არ გამოეხმაურა. პოლონეთი, რუმინეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ყველა სახელმწიფომ უკრაინელებისთვის კარები გააღო. მათ დღეისათვის უკვე 1.5 მილიონზე მეტი უკრაინელი მიიღეს. ხალხი და ფონდები ორგანიზებულად მუშაობს. არის სრული მხარდაჭერა, ომის გარშემო მთელი მსოფლიო გაერთიანდა. მინდა, თითოეულმა უკრაინელმა იცოდეს, რომ მხარს გვიჭერენ. თქვენით მთელი მსოფლიო ამაყობს! ფეხბურთის ფედერაციასთან კავშირი მაქვს, გაიხსნება სპორტული ბანაკები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვებმა, რომლებიც უკრაინის ქალაქებს ტოვებენ, ვარჯიში არ შეწყვიტონ. მათი ნორმალური ცხოვრება უნდა უზრუნველვყოთ,'' - განაცხადა შევჩენკომ.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა

სხვა სტატიები