"მიქაუტაძის შეძენა იტალიურ და ინგლისურ კლუბებს სურთ" - La Gazzetta dello Sport
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" შემტევი - გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით "ჯენოა" აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა "უდინეზესაც" სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ჯენოასა" და "უდინეზეს" კონკურენციას პრემიერ ლიგის გუნდები - "ვულვზი" და "ჩელსი" გაუწევენ. ლონდონური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, ქართველი ვარსკვლავის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას, "არისტოკრატები" მარტივად შეძლებენ.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასის შესრულება შეძლო. “მეცის” ქართველი ვარსკვლავი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.