Belive

ანჩელოტიმ ლუკა მოდრიჩს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შესთავაზა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კარლო ანჩელოტიმ ლუკა მოდრიჩს მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ ხორვატი სეზონის ბოლოს პენსიაზე გასვლას გადაწყვეტს. რამდენიმე თვის წინ, ფეხბურთელმა ამ შეთავაზებას მადლიერებით უპასუხა, თუმცა წინადადება სხვა გეგმების გამო უარყო.

The Athletic-ის გავრცელებული ინფორმაციით, ეს არ იყო საბოლოო უარყოფა და მოდრიჩი მაინც განიხილავს შეთავაზებას. სეზონის დასაწყისიდან ცნობილია, რომ ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა ლუკამ რეალთან კონტრაქტი გააგრძელოს, საკითხავი ისაა, სურს თუ არა ფეხბურთელს თამაშის გაგრძელება სხვა კლუბში.

მოდრიჩს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. მისი გეგმაა სეზონის კარგად დასრულება და შემდეგ ხორვატიასთან ერთად წარმატებული ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. თავად ანჩელოტიც ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ რეალის 10-იანი კლუბის ლეგენდაა და ყველანაირ გადაწყვეტილებას თავად იღებს, მათ შორის იმას, გააგრძელებს თუ არა ფეხბურთის თამაშს სამეფო კლუბში.

მოდრიჩმა რეალში 2012 წლის ზაფხულში "ტოტენჰემიდან" გადავიდა და მას შემდეგ 516 მატჩი ჩაატარა. თეთრებში მას 23 ტიტული დაუგროვდა, მათ შორის ხუთი ჩემპიონთა ლიგის თასი, სამი ლა ლიგა და ხუთი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

გუნდური მიღწევების გარდა, ნახევარმცველმა ესპანეთში ჩასვლის შემდეგ მრავალი ინდივიდუალური ჯილდო დაიმსახურა, 2018 წელს ხორვატმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მოიგო.

სხვა სტატიები