Belive

"ჩვენ გვყავს ალაბა და რამდენიმე ახალგაზრდა" - კარლო ანჩელოტი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "რეალის" აქტივობა ესპანური სპორტული ტაბლოიდების სპეკულაციის მთავარ თემას წარმოადგენდა. გავლენიანი მედია საშუალებები წერდნენ, რომ "სამეფო კლუბი" ცენტრალური მცველის შეძენით იყო დაინტერესებული და რამდენიმე კანდიდატურასაც ასახელებდნენ, თუმცა კარლო ანჩელოტიმ ჭორებს წერტილი დაუსვა.

მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ საკითხი დახურულია და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალი" ახალ მცველს არ შეიძენს.

გუნდის განაცხადი უკვე დახურულია. ახალ ცენტრალურ მცველს არ შევიძენთ. ჩვენ გვყავს დავიდ ალაბა და რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. - კარლო ანჩელოტი.

შეგახსენებთ, "ბლანკოსი" ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს 18 აგვისტოს, "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები