Belive

ანჩელოტი: ,,უფრო კარგად დაწყებას ველოდით''

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მაროკოსთან გამართული მატჩი შეაფასა:

„თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ცოტა ავნერვიულდით. ბევრი დუელი დავთმეთ და ბურთი არაერთხელ დავკარგეთ, პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა.

ვფიქრობ, თავი დებიუტისთვის დამახასიათებელმა მცირე ნერვიულობამ იჩინა. პირველ ტაიმში მეტოქე პრესინგს თავს აღწევდა და შეტევაზე გადმოდიოდა. შეგვეძლო, თამაში მეტად გაგვეკონტროლებინა.

უფრო კარგად დაწყებას ველოდით, მაგრამ ასეთები ხდება, რადგან მაროკო ძალიან კარგი გუნდია. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა გადავერთოთ.'' - კარლო ანჩელოტი

ანჩელოტის ჰკითხეს, რატომ არ ათამაშა ენდრიკი, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ ცალკეულ ფეხბურთელებზე საუბარს არ აპირებდა.

ბრაზილიისა და მაროკოს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სელესაო მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ მატჩს ჰაიტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები