ანჩელოტი: ,,რუდიგერს, ფაქტობრივად, სუსტი წერტილი არ აქვს''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,სამეფო გუნდის'' მცველზე, ანტონიო რუდიგერზე ისაუბრა:
,,რუდიგერი ყურადღებიანი მცველია, რომელსაც თავით თამაშიც შეუძლია. მას ბევრი ძლიერი თვისება და დიდი გამოცდილება აქვს. მასთან ერთად მუშაობა პრივილეგიაა...
სწორი პოზიციის შერჩევა, დაცვაში თამაშისადმი ინდივიდუალური მიდგომა - ეს ყველაფერი მეტყველებს მასზე, როგორც მცველზე, რომელსაც, ფაქტობრივად, სუსტი წერტილები არ აქვს.'' - კარლო ანჩელოტი
მიმდინარე სეზონში რუდიგერის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.