გუნდები, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს
Sofascore-მა ის გუნდები დაასახელა, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს.
ოცეულში 17 გუნდი სამხრეთ ამერიკიდანაა, მათ შორის კი 13 ბრაზილიურია. რეიტინგში ევროპიდან სულ 3 გუნდი - პარი სენ ჟერმენი, რეალი და ბენფიკაა.
პირველ ადგილს იკავებს ბრაზილიური ბაია, რომელმაც 2025 წელს 80 მატჩი ჩაატარა. როჟერიო სენის გუნდმა მონაწილეობა სულ 6 ტურნირში მიიღო.
სამეულში, ასევე, ფლუმინენსე (79 მატჩი) და ფლამენგო (78 მატჩი) მოხვდნენ.
ბაია - 80 მატჩი
ფლუმინენსე - 79 მატჩი
ფლამენგო - 78 მატჩი
პალმეირასი - 76 მატჩი
კორინთიანსი - 74 მატჩი
ატლეტიკო მინეირო - 73 მატჩი
ატლეტიკო ნასიონალი - 72 მატჩი
ამერიკა დე კალი - 71 მატჩი
ვასკო და გამა - 71 მატჩი
ბოტაფოგო - 70 მატჩი
პსჟ - 67 მატჩი
რეალი - 67 მატჩი
ვიტორია - 67 მატჩი
სან პაულუ - 66 მატჩი
ბენფიკა - 65 მატჩი
ფორტალეზა - 65 მატჩი
ონსე კალდასი - 65 მატჩი
ინდეპენდიენტე მედელინი - 64 მატჩი
გრემიო - 63 მატჩი
ინტერნასიონალი - 62 მატჩი
