ანჩელოტი: "მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით"
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დასახულ მიზანთან ახლოს ვიყავით, კარაგად ვითამაშეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მიმნიმუმ 80 წუთის მანძილზე თავს კარგად ვიცავდით და თამაშსაც ვაკონტროლებდით. კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდმა დაგვამარცხა. ისინი საუკეთესოები არიან". "ჩვენ გვსურდა, რომ მატჩის მიმდინარეობისას მათთვის მაქსიმალურად დისკომფორტი შეგვექმნა. ყველასათვის ცნობილია, რომ მათი სათამაშო სტილი რაც შეიძლება დიდხანს ბურთის კონტროლია, როდესაც ისინი ბურთს ფლობენ, თავს კომფორტულად გრძნობენ, თუმცა ჩვენ თავს კარგად ვიცავდით. ჩვენ საკუთარი თამაში ვაჩვენეთ და კმაყოფილი ვარ". "მათ მსოფლიოში საუკეთესო სათადარიგოთა სკამი ჰყავთ. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო, ამიტომ არავითარ სინანულს არ ვგრძნობთ". "ჩვენ შეიძლება სინანულის გრძნობა "ბარნლისთან" ან "ფულემთან" წარუმატებლობის შემთხვევაში განვიცადოთ. პრემიერ ლიგაში წინ კიდევ 10 შეხვედრა გვაქვს და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, რომ სეზონის ბოლოს რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე ვიმყოფებოდეთ".