ანჩელოტის არჩევანი | ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნოემბერში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ანჩელოტის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები - ედერსონი, ბენტო, უგო სოუზა;
მცველები - ედერ მილიტაო, ალექს სანდრო, მარკინიოსი, ვესლი, კაიო ენრიკე, პაულო ენრიკე, დანილო, ფაბრისიო ბრუნო, გაბრიელ მაგალაეში, ლუსიანი ჟუბა;
ნახევარმცველები - ანდრეი სანტოსი, ბრუნო გიმარაეში, კაზემირო, ლუკაშ პაკეტა, ფაბინიო;
თავდამსხმელები - ჟოაო პედრო, ესტევეაო, მატეუს კუნია, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, რიშარლისონი, ვიტორ როკე, ლუის ენრიკე,
ბრაზილიის ნაკრები 15 ნოემბერს, ლონდონში, ემირეიტს-სტედიუმზე, სენეგალს შეხვდება, 18-ში კი ლილის სტადიონზე (საფრანგეთი) ტუნისს დაუპირისპირდება.
ÚLTIMA LISTA DE ANCELOTTI EM 2025 DEFINIDA! 🇧🇷✅ E aí, o que achou da #convocação da #SeleçãoBrasileira pros jogos contra Senegal e Tunísia? 👀 #FutebolBrasileiro pic.twitter.com/a3ZPyJPLTW
— TNT Sports BR (@TNTSportsBR) November 3, 2025