კარლო ანჩელოტი შესაძლოა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს - მას თავისი ყოფილი გუნდი ეპატიჟება
იტალიური "რომა" კარლო ანჩელოტის დიდ შეთავაზებას უმზადებს, ამის შესახებ ინფორმაციას Diario As აქვეყნებს. წყაროს ცნობით კლუბის ხელმძღვანელობა, კონკრეტულად კი მფლობელი დენ ფრიდკინი პირადად ცდილობს იტალიელი სპეციალისტის დარწმუნებას იმაში, რომ "ჯალოროსი" მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს განახორციელებს და გუნდი კვლავ გააგრძელებს დიდი მიზნებისთვის ბრძოლას. რომაელთა წინადადება ყველა მხრივ ამბიციური იქნება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სპორტულად. ესპანური გამოცემის ცნობით ეს იგივე შემთხვევა იქნება, როგორც 2021 წელს ჟოზე მოურინიოს დროს მოხდა.
იტალიელ სპეციალისტს "რეალ მადრიდთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ჯერჯერობით ის გუნდის დატოვებას არ აპირებს
💥 ¡La Roma va con todo a por Ancelotti!
— Diario AS (@diarioas) February 4, 2025
🇮🇹 Los Friedkin se están moviendo personalmente para intentar convencer al técnico madridista, que en ningún caso se plantea salir
🤔 ¿Tú qué harías si fueras él? pic.twitter.com/uqmUK0HyTD
კარლო ანჩელოტი "რეალ მადრიდის" მთავარ მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა, მას შემდეგ კი 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, ერთხელ ესპანეთის თასი მოიგო, თითო-თითოჯერ დაეუფლა FIFA-ს მსოფლიო და ინტერკონტინენტალის თასს, ასევე 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა და 2-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი.
ასევე შეგახსენებთ, რომ როგორც ფეხბურთელი კარლო ანჩელოტი პროფესიონალურ ფეხბურთში თამაშისას, "რომაში" 1979 წლიდან 1987 წლამდე ასპარეზობდა.