Belive

ანჩელოტი: ,,კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ნაპოლიმ რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი დაიმატა. რა თქმა უნდა, ახლა რთულია იმის პროგნოზირება თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს.

კვარაცხელიას თამაში სიურპრიზია? ალბათ, მათთვის კი, ვინც მას არ იცნობდა.

როცა ,,ნაპოლიში'' ვიყავი, მას ვაკვირდებოდი, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია,'' - ანჩელოტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ნეაპოლელები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 4 ოქტომბერს, ,,აიაქსთან'' სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები