Belive

ანჩელოტი: ,,გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბელინგემმა გოლი ვერ გაიტანა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მალიორკასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის ნახევარმცველზე, ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა:

,,გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბელინგემმა გოლი ვერ გაიტანა... უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნახევარმცველია და არა - თავდამსხმელი.

ის ფაქტი, რომ ჯუდი გოლებს იტანს, ჩვენთვის დამატებითი ბონუსია. - კარლო ანჩელოტი

მიმდინარე სეზონში ბელინგემის ანგარიშზე ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 17 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ლა ლიგის 19 ტურის შემდეგ, ,,რეალი'' 48 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 48 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,ჟირონასაც''.

სხვა სტატიები