Belive

"ფსიქოლოგიური ზეწოლა" - მბაპემ პარი სენ-ჟერმენს უჩივლა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენს სასამართლოში უჩივლა. მბაპე ყოფილ კლუბს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპე ამტკიცებს, რომ 2023 წელს პარიზული გრანდი მას ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას სხვადასხვა მეთოდით აიძულებდა. მბაპე აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფარგლებში, ის დროებით ძირითად გუნდსაც კი ჩამოაშორეს.

კილიან მბაპესა და პარი სენ-ჟერმენის სასამართლო დავა 24 ივნისს დაიწყო და პროცესს 2 მოსამართლე უძღვება. შეგახსენებთ, რომ მბაპემ პსჟ 2024 წელს დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის რეალს შეუერთდა.

სხვა სტატიები