Belive

ხავი: ,,ელ კლასიკოში ფავორიტი არ არსებობს''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,რეალი კარგ ფორმაშია და შარშანდელზე უკეთ თამაშობს. ,,ელ კლასიკოში'' ფავორიტი არ არსებობს, ჩემი შეფასებით, შანსები 50/50-ზეა.

ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და იმედი მაქვს, ისეთივე ფინალი გამოგვივა, როგორც გასულ წელს.

პირადი შეხვედრები ანჩელოტისთან? მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა სტატისტიკას თვალს არ ვადევნებ. ამ სეზონში მან სქემა შეცვალა - ახლა რეალი 4-4-2 სისტემითა და ცრუ ცხრიანით თამაშობს. ეს დეტალი მომავალ მატჩში გადამწყვეტი იქნება. მოვემზადებით და გამარჯვებას ვეცდებით. შემტევი ფეხბურთის თამაშსა და თავისუფალი ზონების გამოყენებას ვაპირებთ. - ხავი

,,ბარსელონასა'' და ,,რეალს'' შორის ესპანეთის სუპერთასის ფინალი კვირას, 14 იანვარს გაიმართება.

ნახევარფინალში კატალონიელებმა ,,ოსასუნა'' დაამარცხეს, ,,სამეფო გუნდმა'' კი ,,ატლეტიკოს'' მოუგო.

სხვა სტატიები