Belive

ანჩელოტი: ,,გახსნილი მატჩი გველის, გვინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ლივერპულთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,გუნდისთვის მარტივი მესიჯი გვაქვს: უნდა ვეცადოთ, ვითამაშოთ რაც შეიძლება კარგად, ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში. არაფრის გამოთვლას არ ვაპირებთ, თამაშში ჩართულები პირველივე წუთიდანვე უნდა ვიყოთ. ენთუზიაზმი უნდა შევინარჩუნოთ და მოგებას ვეცადოთ.

პირველ თამაშზე არც ისე ბევრი ვილაპარაკეთ, დავაკვირდით, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. ვფიქრობ, ბევრი რამ გამოგვივიდა, განსაკუთრებით შეტევაში. გახსნილი მატჩი გველის, გვინდა, რომ მეტოქეს საუკეთესო შემტევი ფეხბურთი შევთავაზოთ,'' - ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,რეალი'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა მადრიდული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

სხვა სტატიები