"ეს ჩემი ბოლო წელია კლუბში" - მო სალაჰი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 0:3 დაამარცხა, შეხვედრაში მო სალაჰმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მატჩის შემდეგ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა Sky Sports-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის ლივერპულში ეს ბოლო სეზონია:
ბევრი ვიფიქრე ამ ზაფხულს ჩემი მომავლის შესახებ. ეს ჩემი ბოლო წელია კლუბში და უბრალოდ მინდა სიამოვნება მივიღო, არ მინდა ამაზე ფიქრი. ვგრძნობ, რომ ფეხბურთის თამაში თავისუფლად შემიძლია და ვნახოთ, რა მოხდება მომავალ წელს. კლუბში ჯერ არავინ მელაპარაკა ახალ კონტრაქტზე, ასე რომ მე უბრალოდ ვითამაშებ ჩემს ბოლო სეზონს და ვნახავ თუ შემდეგ რა მოხდება. - მო სალაჰი
🚨🇪🇬 Mo Salah: “As you know it’s my last year in the club… I just wanna enjoy it, I don’t wanna think about it”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 1, 2024
“No one in the club has talked to me yet about a contract, so I say it’s my last season”.
“New deal? It’s not up to me… but no one has spoken to me at the club”. pic.twitter.com/C8dNVJ4q62