ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტზე არ შეთანხმებულა
ჟურნალისტმა, ედუ აგირემ, El Chiringuito TV-ის ეთერში განაცხადა, რომ მადრიდის ,,რეალის'' მთავარ მწვრთნელსა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით არ მიღწეულა:
,,ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებთან არაფერზე შეთანხმებულა.
თუ რეალი მას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს, ულაპარაკოდ დათანხმდება.'' - ამბობს ედუ აგირე
რამდენიმე თვის წინ, ბრაზილიურ მედიაში დაიწერა, რომ მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.
Globo-ს ცნობით, 64 წლის სპეციალისტი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგეშს, ესპანეთში ორჯერ შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანჩელოტი ,,სელესაოს'' 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარებს.
იტალიელმა რამდენიმე კვირის წინ ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელთან არასდროს უსაუბრია.
ანჩელოტის ,,რეალთან'' ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
❌"ANCELOTTI NO tiene NADA PACTADO con BRASIL".
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) November 6, 2023
😯"Si el Madrid le ofrece la renovación, firmará con los ojos cerrados".
🗣️@EduAguirre7 actualiza la situación del técnico italiano. pic.twitter.com/JbHvDHBadV