Belive

ფედერიკო ვალვერდეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ატლეტიკო მადრიდმა რეალ მადრიდი 2:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას კანგ ინ ლიმ ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მაგრამ მსაჯის მხრიდან ეპიზოდს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს კი სამეფო კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს დაზიანება აღენიშნება.

რეალ მადრიდის განცხადება:

რეალ მადრიდის სამედიცინო შტაბის მიერ დღეს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ჩვენს ფეხბურთელს, ფედე ვალვერდეს, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მე-3 ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა. დამატებითი შეფასება მიმდინარეობს. - რეალ მადრიდი

მადრიდულ კლუბს ზუსტი სარეაბილიტაციო ვადა არ დაუსახელებია, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით ფეხბურთელი მინიმუმ 2 კვირა ვერ ითამაშებს და შესაძლოა ის სამეფო კლუბს 2 თვემდეც ვერ დაეხმაროს.

ტრავმის მიღებამდე ვალვერდე ურუგვაის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო გამოძახებული, მაგრამ ის იაპონიის (24 სექტემბერი), სამხრეთ კორეისა (28 სექტემბერი) და ინდოეთის (6 ოქტომბერი) წინააღმდეგ შეხვედრებს გამოტოვებს.

რაც შეეხება რეალ მადრიდში მის დაბრუნებას, თითქმის გამორიცხულია, რომ მან მონაწილეობა მიიღოს სანაკრებო პაუზის შემდეგ გასამართ პირველ მატჩში - ვილიარეალის წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები