ბელინგემი: "სიკვდილამდე ალონსოს გვერდით ვიდგებით"
ხაბი ალონსო, რომელიც ზაფხულში, კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ, რეალ მადრიდს სათავეში ჩაუდგა, ბოლო კვირების განმავლობაში ინტენსიური კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში კილიან მბაპეს, ვინისიუსის და ბელინგემის მსგავსი მოთამაშეები თამაშობენ, გუნდმა ჩავარდნის პერიოდი გაიარა, რამაც ბარსელონას ლა ლიგის სათავეში ყოფნის საშუალება მისცა. ესპანეთის დედაქალაქში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მენეჯერსა და ძირითად მოთამაშეებს შორის უთანხმოება არსებობს, დღეს ჯუდ ბელინგემმა უარყო.
როდესაც საქმეები კარგად არ მიდის, ბევრ რამეს იგონებენ. ჩვენ ვიცით, რა ხდება სინამდვილეში გასახდელში. გარედან ეს სხვა პერსპექტივიდან ჩანს. ჩვენ ყველანი მწვრთნელის მხარეს ვართ, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
ს ძალიან პოზიტიურია, დადებითი გავლენა აქვს და ყველა ვმუშაობთ იმაზე, რომ უკეთესები გავხდეთ. რეალის ფეხბურთელები, ხაბი ალონსოს გვერდით სიკვდილამდე ვიდგებით. - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯუდ ბელინგემმა
დღეს, 23:00 საათზე, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდული დერბი შედგება - რეალი ატლეტიკოს დაუპირისპირდება. პირველ ნახევარფინალში ბარსელონამ ბილბაო 5:0 გაანადგურა და კატალონიელები ფინალისტს ელოდებია. ფინალი 11 იანვარს გაიმართება.