Belive

ანჩელოტი: "ბაიერნი დე ლიხტის გოლზე წუწუნებს?! კი ბატონო, ჩვენ ნაჩოს გოლს გავაპროტესტებთ..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ბაიერნთან'' დრამატულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე დე ლიხტის მატჩის მიწურულს მომხდარ საკამათო ეპიზოდსაც გამოეხმაურა, როცა მსაჯის სასტვენის შემდეგ გასული გოლი არ ჩაითვალა.

"პირველ რიგში ბედნიერი ვარ, რომ ფინალის საგზური მოვიპოვეთ. ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ თამაში ჩვენ დომინაციით მიმდინარეობდა და ეს გატანილი 2 გოლი შემთხვევითი არ იყო.

მადლობა ბიჭებს, რომ ყველაფერი გააკეთეს და 0:1 ჩამორჩენის მიუხედავად თავაწეულები, დიდი მონდომებით თამაშობდნენ.

რაც შეეხება დე ლიხტის მომენტს, მიუნხენელები წუწუნებენ, რომ ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო. კი ბატონო, იწუწუნონ, მაშინ ჩვენ ნაჩოს არ ჩათვლილ გოლზე ვიწუწნებთ, რადგან იმ მომენტში კიმიხმა უბრალოდ და უმიზეზოდ ჩაყვინთა..." - კარლო ანჩელოტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები