Belive

ოფიციალურად | რაფა მარკესი მექსიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად რაფაელ მარკესი დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხავიერ აგირეს წასვლას მოჰყვა, რომელმაც პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მაქსიკა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თავად აგირემ ჯერ კიდევ წასვლამდე გააჟღერა, რომ მისი მემკვიდრე მარკესი იქნებოდა, ფედერაციამ კი ეს როტაცია ოფიციალურად გააფორმა.

მექსიკური ფეხბურთის ლეგენდამ, რაფაელ მარკესმა სახელი ბარსელონაში თამაშით გაითქვა, სადაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე 2003-დან 2009 წლამდე ასპარეზობდა. სამწვრთნელო კარიერაც მარკესმა სწორედ კატალონიურ კლუბში დაიწყო.. მექსიკის ეროვნულ ნაკრებში მას 147 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდს კაპიტნობდა ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე 2002-დან 2018 წლის ჩათვლით, რის გამოც ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდა მიიჩნევა.

მარკესმა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ასისტენტის პოზიცია 2024 წელს დაიკავა. ბოლო დაწინაურების შემდეგ, ის უკვე ოფიციალურად ჩაუდგა გუნდს სათავეში და მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში სრულიად ახალი ისტორიის დაწერას ეცდება.

სხვა სტატიები