Belive

ამხანაგური მატჩები - კვარაცხელიას გუნდი მუნდიალის დროს 2 შეხვედრას გამართავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის გათამაშების ლიდერი გუნდი ანტალიაში 1 დეკემბერს ჩავა და იქ სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ პერიოდს გაივლის. 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავთან ერთად საწვრთნელ პერიოდში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც მუნდიალზე არ იმყოფებიან.

მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში "ლურჯები" ორ მატჩს გამართავენ და ჯერ 7 დეკემბერს ადგილობრივ "ანთალიასპორს", ხოლო 11-ში ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას “აძურის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები