,,ამის სანაცვლოდ ხელფასის 50%-ს დავთმობდი'' - ლუის ენრიკეს მიმართვა ჟურნალისტებს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მზადაა, რომ პრესკონფერენციებზე თავის არიდების სანაცვლოდ, უარი ხელფასის ნახევარზე თქვას:
,,ლაპარაკი მიყვარს, პრესკონფერენცია ნაადრევად არასდროს დამისრულებია. თქვენთან ერთად დროს კარგად ვატარებ. თანაც, საუბარი რამდენიმე ენაზე შემიძლია, ცუდად, მაგრამ, მაინც...
თუმცა, თუ ახლავე შემომთავაზებთ, რომ მედიას აღარასდროს დაველაპარაკები, სანაცვლოდ კი ჩემი ხელფასის 25 ან 50%-ის დათმობა მომიწევს, ხელს ახლავე მოვაწერ.
ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, რადგან კლუბები მწვრთნელებს ჟურნალისტებთან კონტაქტს ავალდებულებენ.'' - ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელია, რომელიც წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით 11 მილიონ ევროს იღებს.
,,პარი სენ ჟერმენი'' მომავალ მატჩს დღეს, ,,რენის'' წინააღმდეგ გამართავს.
"Si ahora mismo me dices que firme un papel y me quiten hasta el 50%, lo firmo".
— ElDesmarque (@eldesmarque) September 26, 2024
🗯 Luis Enrique y una bajada de sueldo por no hablar más con la prensa.
🔗 https://t.co/GZhWZ9sVYd 🔗 pic.twitter.com/FNK4TtGlTc