Belive

,,ამის ახსნა არ შემიძლია'' - პარედესი პსჟ-ს ქომაგების მხრიდან მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, რომელმაც გასული სეზონი ტურინის ,,იუვენტუსში'' გაატარა, პარიზული გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ლეო მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

,,რატომ გვექცეოდნენ პსჟ-ს ქომაგები მესის და მე ასე? არ ვიცი, პარიზში 4 წელი გავატარე და იქ ყოფნა ძალიან მომწონდა. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით... გულშემატკივრების რეაქციის ახსნა არ შემიძლია,'' - განაცხადა არგენტინელმა.

ლეო მესის ,,პსჟ-ს'' ქომაგები სადებიუტო სეზონშიც უსტვენდნენ და გასულ სეზონშიც. პარიზული გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილებას განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გამოთქვამდნენ.

36 წლის არგენტინელმა სეზონის დასრულების შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და ,,ინტერ მაიამის'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სხვა სტატიები