Belive

"ამ წუთიდან თქვენს ოჯახს ვეკუთვნი, ეს მაისური ჩემი კანია" - ჟოზე მოურინიო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ფენერბაჰჩემ" ახალი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი, ჟოზე მოურინიო გულშემატკივრებს წარუდგინა. 61 წლის სპეციალისტი თურქულ გრანდთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ჟოზემ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და მათ პირობა მისცა, რომ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს:

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი სიყვარულისთვის, ჩვეულებრივ, მწვრთნელი გამარჯვების შემდეგ უყვარდებათ, ამ შემთხვევაში გამარჯვებამდე სიყვარულსაც ვგრძნობ, ეს უდიდეს პასუხისმგებლობას მანიჭებს. გპირდებით, რომ ამ წუთიდან თქვენს ოჯახს ვეკუთვნი. ეს მაისური ჩემი კანია. ფეხბურთი ვნებაა და შესაგრძნობად ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.

პრეზიდენთან შეხვედრის დღიდან მინდოდა, რომ თქვენთვის მეთამაშა, რადგან თქვენ კლუბის სულს წარმოადგენთ. მინდა, რომ ყველა თქვენგანის მწვრთნელი ვიყო. მინდა თურქულ ფეხბურთში ვიმუშაო და დავეხმარო თურქულ ლიგას, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფენერბაჰჩეა. თქვენი ოცნებები ახლა ჩემი ოცნებებიცაა. - ჟოზე მოურინიო

"ფენერბაჰჩე" გახდება მე-11 საფეხბურთო კლუბი, რომელსაც მოურინიო გაწვრთნის. პორტუგალიელი სპეციალისტის საუკეთესო წლები "პორტოში", "ჩელსიში" "ინტერსა" და "რეალში" გატარებულ პერიოდს უკავშირდება.

სხვა სტატიები