Belive

მოურინიო: ,,რომას ფეხბურთელების მიმართ ნული ინტერესი მაქვს''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ რაც ჟოზე მოურნიო ,,ფენერბაჰჩეს'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თურქულ გუნდს არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის ,,რომას'' შემტევები - პაულო დიბალა და რომელუ ლუკაკუ დაუკავშირეს.

თუმცა, როგორც თავად პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, მას რომაული კლუბის ფეხბურთელების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს:

,,ტრანსფერებზე არავისთან არ მისაუბრია. უბრალოდ, მინდოდა, რომ პროექტი და სტაბილურობა დამენახა. კონკრეტული სახელები საერთოდ არ გვიხსენებია.

უფრო გასაგებად რომ ვთქვა, არ ვაპირებ იმ ფეხბურთელების გაფორმებას, რომლებთანაც წარსულში ვმუშაობდი. შემიძლია ვთქვა, რომ რომას ნებისმიერი ფეხბურთელის მიმართ ნული ინტერესი მაქვს.'' - ჟოზე მოურინიო

ჟოზე მოურინიო ,,ფენერბაჰჩეს'' მთავარ მწვრთნელად გუშინ დაინიშნა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

სხვა სტატიები