Belive

ამ შაბათ-კვირას ნამდვილად ვერ მოიწყენთ!

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ჩვენი საიტი გთავაზობთ ამ უიქენდის გამორჩეულ შეხვედრებს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა არ უნდა გამოტოვონ.

ტოტენჰემი : არსენალი (16:30 საათი, 2 მარტი)

პრემიერლიგის 29-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ლონდონური დერბი იქნება, რომელიც "უემბლის" სტადიონზე შედგება. პრემიერლიგის მესამე ადგილოსანი "ტოტენჰემი" მეოთხეადგილოსან "არსენალს" დაუპირისპირდება. "ტოტენჰემს" 60 ქულა აქვს, ხოლო "არსენალს" 56. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია "არსენალისთვის", რადგან თუ ხვალ მათ ეს შეხვედრა ვერ მოიგეს და "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერმა" "საუტჰემპტონი" დაამარცხა, ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილში დაქვეითდებიან და მე-5 ადგილზე გადაინაცვლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ევროპა ლიგის ზონაში ჩავლენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთ კლუბს არ აქვს დიდი დანაკლისი. "ტოტენჰემს" მხოლოდ ერიკ დაიერი დააკლდება, ხოლო "არსენალს" ჰექტორ ბელერინი, რობ ჰოლდინგი და დანი უელბეკი დააკლდება.

მიუნხენგლადბახი : ბაიერნი (21:30 საათი, 2 მარტი)

ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენგლადბახის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. მატჩი მეტად მნიშვნელოვანია ორივე კლუბისთვის, რადგან მიუნხენგლადბახელებს ეს მარცხი შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეთ. თუკი ხვალ "მიუნხენგლადბახი" დამარცხება და "ლაიფციგი" "ნიურბერგთან" გაიმარჯვებს, მიუნხენგლადბახელები მესამე ადგილს დაკარგავენ და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებენ. ეს მატჩი მატჩი მეტად მნიშვნელოვანია "ბაიერნისთვის", რადგან დღეს 1 მარტს ბუნდესლიგის ლიდერს დორტმუნდის "ბორუსიას" ძალიან რთული მატჩი ელის აუგსბურგში და თუკი "დორტმუნდი" ქულებს დაკარგავს და ხვალ, 2 მარტს "ბაიერნი" გაიმარჯვებს, მიუნხენელები ცხრილის სათავეში აღმოჩნდებიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "მიუნხენგლადბახს" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იბრაჰიმ ტრაორე დააკლდება, რაც შეეხება "ბაიერნს" მათ არავინ არ დააკლდებათ, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ლაციო : რომა (23:45 საათი, 2 მარტი)

იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება 2 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე შედგება. რომაული დაპირისპირება "სტადიო ოლიმპიკოს" სტადიონზე შედგება. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თუკი "რომა" ქულებს დაკარგავს და "მილანი" შინ "სასუოლოს" დაამარცხებს, რომაელები ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო ჩამოშორდებიან. რაც შეეხება "ლაციოს", გამარჯვების შემთხვევაში "ლაციო" შეინარჩუნებს მე-6 ადგილს და თანაქალაქელ "რომას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, თუკი "ტორინო" "კიევოს" შინ დაამარცხებს "ლაციო" მე-7 ან მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე კლუბი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

რეალი : ბარსელონა (23:45 საათი, 2 მარტი)

ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ელის “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს. ხვალ მადრიდში ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ორი ტიტანი დაუპირისპირდება ერთმანეთს. შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთის მოყვარულები მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელიან.  მიმდინარე სეზონში ვერცეთი გუნდი ვერ გვთავაზობს იმ ფეხბურთს, როგორსაც მათგან ველით. მნიშვნელოვანი დანაკლისი არცერთ გუნდს არ გააჩნია. მადრიდის "რეალს" მარკოს ლორენტე და ნაჩო ფერნანდესი დააკლდება, რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიელებს რაფინია არ ეყოლებათ.

ევერტონი : ლივერპული (20:15 საათი, 3 მარტი)

მიუხედავად იმისა, რომ "კანფეტები" მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან, ეს შეხვედრა, მაინც დიდ ინტერეს იწვევს გულშემატკივრებში. ყოველთვის ძნელია ჩახვიდე “ევერტონთან” სტუმრად და სამი ქულა უბრძოლველად დაგეგმო. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ ეს მატჩი საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს. მერსესაიდული დერბი "ლივერპულისთვის" მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ქულების დაკარგვის შემთხევაში შესაძლოა პირველი ადგილი დაკარგონ, რადგან "მანჩესტერ სიტი" "ბორნმუთს" ესტუმრება და მარტივი 3 ქულის აღებას შეეცდება. "ევერტონი" ამ მატჩს დანაკლისის გარეშე შეხვდება, რაც შეეხება "ლივერპულს", მათ ცენტრალური მცველი ჯო გომესი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დააკლდება.

ნაპოლი : იუვენტუსი (23:30 საათი, 3 მარტი)

ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ელის “სან პაოლოზე” შეკრებილ გულშემატკივარს. ხვალ ნეაპოლში იტალიური ფეხბურთის ორი ტიტანი დაუპირისპირდება ერთმანეთს. შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთის მოყვარულები მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელიან. ერთმანეთს სერია ა-ს ორი ლიდერი "ნაპოლი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდება. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის, რადგან თუ ნეაპოლელები გაიმარჯვებენ, პირველ ადგილზე მყოფ "იუვენტუსს" 10 ქულით მიუახლოვდებიან, ხოლო თუ "იუვენტუსი" გაიმარჯვებს, ტურინელები ერთიორად ინაღდებენ სერია ა-ს ტიტულს. ნეაპოლელებს 2 მცველი: რაულ ალბიოლი და მარიო რუი დააკლდებათ, ტურინელებს კი კუარდადო და ხედირა დააკლდებათ.  

სხვა სტატიები