"ამ მარცხის შემდეგ უფრო მჯერა, რომ ტიტულს მოვიგებთ" - მიკელ არტეტა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" (1:3) მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ეს დიდი ბრძოლა იყო, რომელშიც ჩვენ ვგრძნობდით, რომ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება შეგვეძლო. მაგრამ, სამი გოლი გავუშვით და თამაში დასრულდა. ამ დონეზე შეცდომების დაშვებას ცუდი შედეგი მოჰყვება. ამავდროულად, ჩვენმა გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია. ამ მარცხის შემდეგ უფრო მჯერა, რომ ტიტულს მოვიგებთ. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ შევძლით. ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩემპიონები გავხდეთ, რაც მთავარია, ამის თავად ფეხბურთელებს სჯერათ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
პრემიერ ლიგაში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ახლა “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ (51). თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე “ქალაქელები” იმყოფებიან.