Belive

ოფიციალურად | უარი ახალ კონტრაქტზე - იუვენტუსმა ვოიჩეხ შჩესნი დაითხოვა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსმა" 34 წლის პოლონელი მეკარე - ვოიჩეხ შჩესნი კლუბიდან დაითხოვა, შესაბამისად მისი 7-წლიანი იტალიური კარიერა დასრულებულია.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და საფეხბურთო მიმომხილველი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

პირველადი ინფორმაციით, "იუვენტუსის" მესვეურები 13 აგვისტოს პოლონელ მეკარეს შეხვდნენ და აცნობეს, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურდათ, შესაბამისად, მეკარემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბი ოფიციალურად დატოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვოიჩეხ შჩესნიმ 2024 წლის ივლისში განაცხადა, რომ კონტრაქტი ეწურებოდა, თუმცა თუ კლუბის მას ახალი კონტრაქტის შესახებ მიმართავდა და "ბებერ ქალბატონს" დახმარება დასჭირდებოდა, პოლონელი მეკარე ამისთვის მზად იყო - როგორც ჩანს, ტურინულ გრანდს პოლონელი მეკარე აღარ დასჭირდა.

ვოიჩეხ შჩესნი "იუვენტუსში" 2017/2018 წლების სეზონიდან თამაშობდა, სადაც ჯამში 252 მატჩი ჩაატარა, აქედან 103-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვდა.

გარდა დიდებული სეზონებისა, პოლონელმა მეკარემ "იუვენტუსთან" ერთად 8-ჯერ შეძლო ტიტულის მოგება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 34 წლის პოლონელი მეკარე კარიერას.

სხვა სტატიები