Belive

ალონსო: ,,ზეწოლა ტიტულების მოგებაზე? როცა რეალის მაისურს იცვამ, ყოველთვის ასეა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ, მარსელთან გასამართ მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,რეალში თამაში ჩემი კარიერისა და პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თავია, რადგან ჩემი ორი ქალიშვილი სწორედ აქ დაიბადა. ეს ძალიან დატვირთული 5 წელი იყო. ვამაყობ იქ დაბრუნებით, სადაც თავს ასე კომფორტულად ვგრძნობდი. ყოველ მატჩში 100%-ით ვიხარჯებოდი, რადგან რეალში თამაშისას 90% საკმარისი არ არის.

ჩემგან მსგავსი გზავნილები, შესაძლოა, ცოტა ბუნდოვანი იყოს, რადგან აქ არიან ფეხბურთელები, მაგალითად, ვალვერდე და კარვახალი, რომლებსაც რეალის შესახებ არაფრის ახსნა არ სჭირდებათ. ეს უფრო ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც სხვა კლუბებიდან მოდიან, მათ უნდა იცოდნენ, რომ 100%-ით უნდა დაიხარჯონ.

პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე რეალის მწვრთნელის ამპლუაში? ეს წარმოუდგენლად საინტერესოა. ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სეზონს კარგად დავიწყებთ.

არის თუ არა ლიგის მოგება მბაპეს მთავარი მიზანი? ასე არ ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენ პროექტის საწყის ეტაპზე ვართ. თუმცა, რეალში თამაშისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის ჩემპიოთა ლიგის თასის მოპოვებაა. იმედია, რომ სწორ გზაზე ვართ და ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.

არსებობს თუ არა ზეწოლა ტიტულების მოგებაზე? ფაქტია... ეს მოტივაციის წყაროა და პასუხისმგებლობაა, რომლითაც ცხოვრობ. როდესაც აქ მოდიხარ და ამ მაისურს იცვამ, ყოველთვის ასეა, აქ სწორედ ამიტომ ხარ და ეს პრივილეგიაა.'' - ხაბი ალონსო

რეალი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს მარსელთან მატჩით იწყებს. შეხვედრა ხვალ, 16 სექტემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები