2029 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი კამპ ნოუზე ჩატარდება?!
ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის 2028/29 წლების სეზონის ფინალის მასპინძლობა სურს და ოფიციალური განცხადებაც დააფიქსირა, რათა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალს კამპ ნოუმ უმასპინძლოს.
ერთობლივი განცხადება საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ, ქალაქის საბჭომ და კატალონიის მმართველებმა გაავრცელეს - ცნობილია, რომ ლიგის ფინალის კამპ ნოუზე ჩატარების ნებართვის მიღებისთვის UEFA-ში გადასაგზავნი დოკუმენტებისა და ფორმალური მხარის მოწესრიგება უკვე დაწყებულია. კატალონიურ გრანდს ყველა საჭირო დეტალის დასაზუსტებლად დრო 2026 წლის ივნისამდე აქვს.
ℹ️ Presentada la candidatura para acoger la final de la Champions League 2029 en el Spotify Camp Nou
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) February 3, 2026
Más detalles: https://t.co/ncBwX68lf4 pic.twitter.com/ApZ56IJZkU
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება. მომავალ წელს ფინალს მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანო უმასპინძლებს.