ალონსო: ,,გავიგონე რა უთხრა სიმეონემ ვინისიუსს და ეს არ მომეწონა''
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ, ატლეტიკოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს ვინისიუს ჟუნიორსა და დიეგო სიმეონეს შორის მომხდარ ინციდენტზეც ჰკითხეს.
ესპანური მედიის ცნობით, სიმეონემ ბრაზილიელის პროვოცირება ორჯერ სცადა - პირველ შემთხვევაში უთხრა, რომ ფლორენტინო პერესი გუნდიდან აუცილებლად გააგდებდა, შემდეგ კი, ვინის მოედნიდან გასვლისას, ტრიბუნებისკენ მიუთითა და ანიშნა მოესმინა, რას სკანდირებდნენ მაყურებლები.
,,ორივე გუნდისთვის ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა, ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. მიზანი ფინალში გასვლა იყო და ეს შევძელით, ამიტომ, ბედნიერები ვართ!
ვალვერდეს გოლი? ბრწყინვალედ ითამაშა და ძალიან მიხარია. ეს გოლი მას თავდაჯერებულობას შემატებს.
სიმეონე? ვცდილობ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მიმართ პატივისცემა გამოვიჩინო და, როგორც წესი, მათთან არ ვსაუბრობ. გავიგონე რა უთხრა მან ვინის და ეს არ მომეწონა. ასე საუბარი არ შეიძლება, არსებობს საზღვრები, რომელიც არ უნდა გადაილახოს. ეს მიუღებელია და ფეარ პლეის ნაკლებობაზე მიუთითებს.
ითამაშებს თუ არა მბაპე ფინალში? კილიანი მალე შემოგვიერთდება, ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, კარგ ხასიათზეა და თამაშის ისეთივე შანსი აქვს, როგორიც ყველა სხვას.'' - ხაბი ალონსო
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში რეალმა ატლეტიკო 2:1 დაამარცხა. სამეფო კლუბის მეტოქე ფინალში ბარსელონა იქნება. მატჩი კვირას, 11 იანვარს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.
LOS PALOS DE XABI ALONSO CONTRA EL CHOLO SIMEONE 🔥🔥
— TyC Sports (@TyCSports) January 8, 2026
El entrenador del Real Madrid habló tras el duelo ante el Atlético y se refirió al picante cruce que protagonizaron el DT argentino y Vinicius. "Intento ser respetuoso con los jugadores del equipo contrario y no me suelo… pic.twitter.com/pXmgxHV5UK