Belive

ალკმაარის კოორდინატორს სცემეს - ლეგიას 2 ფეხბურთელი დაიჭირეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგაზე, "ალკმაარი" - "ლეგიას" მატჩი სკანდალური გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში "ლეგიას" გულშემატკივრები "ალკმაარის" გულშემატკივრებს უპირისპირდებოდნენ, თუმცა, უფრო დიდი სკანდალი მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. 

"ლეგიას" ვარშავის 2 ფეხბურთელი: რადოვ პანკოვი და ხოსე პესკუერა დააკავეს. დაკავების მიზეზი კი "ალკმაარის" უსაფრთხოების კოორდინატორზე განხორციელებული ფიზიკური დაპირისპირების ფაქტია. 

დაკავებული ეჭვმიტანილები პატიმრობაში იმყოფებიან, ლეგიას გუნდის დანარჩენი წევრები კი სამშობლოში დაბრუნდნენ.

"ლეგიას" თანამფლობელმა - იარეკ იანკოვსკიმ ავტობუსიდან არეულობის ამსახველი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას არ სურს დაადასტუროს, რომ "ლეგიას" მოთამაშეები დააკავეს, პოლიციის სპიკერი ამბობს, რომ დაკავებულები არიან 28 წლის სერბი მამაკაცი და 33 წლის მამაკაცი პორტუგალიიდან, რაც შეესაბამება პანკოვისა და ხოსეს პირად დეტალებს.

"ლეგია" UEFA-სგან შესაძლოა ძალიან მკაცრად დაისაჯოს და ევროტურნირებს ჩამოაშორონ. 

სხვა სტატიები