ვლაჰოვიჩი და იუვე ვერ შეთანხმდნენ | სერბი 'ბებერ ქალბატონს' დაემშვიდობა
იტალიის სატრანსფერო ბაზარზე საინტერესო სიახლეებია. ტურინის იუვენტუსი და გუნდის მთავარი ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩი ერთმანეთს ემშვიდობებიან. კლუბსა და სერბ თავდამსხმელს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად შეწყდა და მომავალში რაიმე სახის შეხვედრა აღარ იგეგმება. ვლაჰოვიჩი ტურინულ გრანდს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
განხეთქილების მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსური პირობები გახდა. ვლაჰოვიჩი იუვენტუსში წლიურად 12 მილიონ ევროს იღებდა, რაც ბონუსების გათვალისწინებით ბევრად მეტს შეადგენდა და ის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო. კლუბის მცდელობა, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ფეხბურთელისთვის ხელფასი შეემცირებინა, უშედეგოდ დასრულდა. სერბი ვარსკვლავისთვის ახალი კლუბის ძებნა უკვე დაწყებულია.
🚨🚨| BREAKING: Juventus and Aleksandar Vlahović are 𝐏𝐀𝐑𝐓𝐈𝐍𝐆 𝐖𝐀𝐘𝐒 — no economic agreement reached. 👋🇷🇸
— CentreGoals. (@centregoals) June 3, 2026
No further talks planned. Separation will happen at end of season.
[@DiMarzio] pic.twitter.com/MhJ6brm1bF
დუშან ვლაჰოვიჩი 'ბებერი ქალბატონების' რიგებში 2021/2022 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც მან 168 მატჩი ცაატარა და 68 გოლის გატანა შეძლო.
26 წლის ფორვარდმა იუვენტუსთან ერთად იტალიის თასი მოიგო, 2021/2022 წლების სეზონში კი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.