ბრაზილიის ნაკრებისა და "ლივერპულის" მეკარე, ალისონ ბეკერი საოცარ სეზონს ატარებს.
26 წლის ალისონი საუცხოო ფორმაშია. მას 9 მატჩია ბურთი არ გაუშვია.
ალისონის მშრალი სერია 8 მაისს, "ენფილდზე" დაიწყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა". შემდგომ, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ვულვზი" 2:0 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2:0 მოუგო "ტოტენჰემს". ამის მერე დაიწყო სანაკრებო მატჩები და ბრაზილიამ ჰონდურასი 7:0 გაანადგურა. ამის მერე დაიწყო კოპა ამერიკა. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელებმა ბოლივიას 3:0 მოუგეს. მეორე მატჩი ვენესუელასთან ფრედ, 0:0 დაასრულეს, ხოლო ჯგუფის ბოლო თამაშში პერუს დამარცხება შეძლეს 0:5.
კოპა ამერიკას მეოთხედფინალში ბრაზილიამ ფრედ 0:0 ითამაშა პარაგვაისთან და მეტოქის დამარცხება მხოლოდ თერთმეტ მეტრიანების სერიაში შეძლო. რაც შეეხება ნახევარფინალს, არგენტინასთან 2:0 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
ალისონ ბეკერი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ერთ სეზონში სამ ტურნირზე მოიგო ოქროს ხელთათმანი. ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერ ლიგასა და კოპა ამერიკაზე.