Belive

ნაპოლი საჩემპიონო მსვლელობას 4 ივნისს გამართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შესაძლოა "ნაპოლიმ" სერია ა-ს ჩემპიონობა რამდენიმე დღეში გაიფორმოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპალეტის გუნდი "სალერნიტანას" ვერ დაამარცხებს და "ლაციო" "ინტერს" ვერ მოუგებს, სამხრეთელები ჩემპიონები გახდებიან. თუ ეს სცენარი განხორციელდება, ნეაპოლის ქუჩებში ნამდვილი ზეიმი დაიწყება.

33 წელია რაც "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობა არ უზეიმია. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" საჩემპიონო მსვლელოვა 4 ივნისს გაიმართება, რომლის ორგანიზებაში ნეაპოლის მუნიციპალიტეტმაც მიიღო მონაწილეობა.

როგორც Corriere del Mezzogiorno-ს დღევანდელ გამოცემაში ითქვა, სკუდეტოს წვეულება გაიმართება ოთხ ნეაპოლიტანურ მოედანზე: პიაცა მერკატო, პიაცა დელ პლებისციტო, ბანიოლის ტერიტრიაზე და პიაცა კირო ესპოზიტო სკამპიაში. გარდა ამისა, ოფიციალური წვეულებები გაიმართება Castellammare di Stabia-ში, Giugliano di Napoli-ში, Nola-ში, Pomigliano-ში, Portici-სა და Pozzuoli-ში.

"ნაპოლის" შემდეგი შეხვედრა 29 აპრილს "სალერინტანას" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით, 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები