ალიშა ლემანი ტროლების სამიზნე გახდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური ასტონ ვილასა და შვეიცარიის ქალთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ალიშა ლემანი ინსტაგრამზე განთავსებული პოსტის გამო, ტროლების სამიზნე გახდა. ფეხბურთელს ძირითადად იმის გამო აბულინგებენ, რომ მატჩი მაკიაჟით დაიწყო. მიუხედავად ესპანეთთან განადგურებისა, 24 წლის ფეხბურთელმა ფოტოს მიაწერა - "never give up" (არასოდეს დანებდე) .
შვეიცარიის ქალთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის უძლიერეს გუნდთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. შვეიცარია უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ჩატარებულ 4-ვე შეხვედრაში დამარცხდა და 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ნაკრები B ლიგაში გავარდნის მთავარი კანდიდატია.