Belive

ლუის ენრიკე: "თამაშიდან თამაშამდე ვამტკიცებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის პირველ დაპირისპირებაში, "პსჟ"-მ "ასტონ ვილა" დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გრანდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ქართველმა შემტევმა თავი ულამაზესი გოლითა და სანახაობრივი მატჩით გამოიჩინა, შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, "პსჟ"-ს ესპანელმა თავკაცმა - ლუის ენრიკემ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან გახარებული ვარ - ვფიქრობ, რომ დღევანდელ მატჩში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ჩვენ ეს მოგება დავიმსახურეთ.

რაც შეეხება მესამე გოლს, ის ჩვენთვის და ჩვენი თავდაჯერებულობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ინგლისში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ"

ვალდებული ვიყავით ეს მატჩი მოგვეგო და ბოლო წუთზე გატანილი მესამე გოლი თავდაჯერებას შეგვმატებს. საპასუხო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული იქნება.

უმნიშვნელოვანესია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნოთ. მოხარული ვარ, რომ 3 გოლი გავიტანეთ - ამ ყველაფერმა ჩვენი ხარისხი წარმოაჩინა. შედეგით უზომოდ კმაყოფილო ვარ. "ვილა პარკზე" რთული მატჩი გველის, მაგრამ ვეცდებით, რომ იგივე ფეხბურთი ვითამაშოთ. - ლუის ენრიკე

"ასტონ ვილასა" და "პსჟ"-ს 1/4-ფინალური საპასუხო მატჩი 15 აპრილს., თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები