ალექსანდრ-არნოლდის რეალში ტრანსფერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაიხურება
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა "სამეფო კლუბს" დადებითი პასუხი უთხრა და ტრანსფერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაიხურება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელმა მარჯვენა მცველმა "სამეფო კლუბისგან" პირველი და ოფიციალური შეთავაზება უკვე მიიღო და ორივე ჩართული მხარე დარწმუნებულია შეთანხმების დადებითად დასრულებაში.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მარჯვენა მცველს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს უსრულდება და უდიდესი ვარაუდით, იგი კლუბს დატოვებს და "სამეფო კლუბში" გადაინაცვლებს, სადაც თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა.
მას კლუბის დატოვება 2024 წლის ზაფხულში სურდა, თუმცა, მერსისაიდელებმა იგი კლუბიდან არ გაუშვეს. მიუხედავად არნე სლოტის ნდობისა, მცველს ორი არჩევანი აქვს, მიიღოს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი, ან ჩაერთოს ახალ გამოწვევაში და წავიდეს მადრიდულ გრანდში.
26 წლის ინგლისელი ვარსკვლავი "ლივერპულში" 2016/2017 წლებიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 349 მატჩი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში, 22 გოლის გატანა და 87 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.