Belive

ალექს ბაენამ ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური რეკორდი დაამყარა

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალექს ბაენამ ისტორია დაწერა - ესპანელი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები ზედიზედ მოიპოვა. ეს ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

ბაენას შთამბეჭდავი სერია 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგებით დაიწყო, 25 წლის შემტევმა იმავე ზაფხულს ოლიმპიური ოქროც მოიპოვა, ახლა კი ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონობით დააგვირგვინა.

ასეთი ტრებლი ევროპის მასშტაბით პირველია. მართალია, სერჯო ბერტონიმ, ალფრედო ფონიმ, უგო ლოკატელიმ და პიეტრო რავამ, 30-იან წლებში, იტალიის ნაკრებთან ერთად, ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, მაგრამ იმ დროს ევროპის ჩემპიონატი საერთოდ არ არსებობდა.

რაც შეეხება სხვა კონტინენტებს, ასეთი მიღწევა მესისა და დი მარიასაც ეკუთვნით, რომლებმაც ოლიმპიადა (2008), კოპა ამერიკა (2021, 2024) და მსოფლიო ჩემპიონატი (2022) მოიგეს, თუმცა ბაენას ზედიზედ მოპოვებული 3 ტიტული უნიკალური შედეგია.

სხვა სტატიები