Belive

"ეს მარცხი ჩემი ბრალია" - კარლო ანჩელოტი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ ლა ლიგის ტური მადრიდული დერბით დაიხურა, სადაც "ატლეტიკომ" "რეალი" 3:1 დაამარცხა და "სამეფო კლუბს" პირველი ადგილი დააკარგვინა. აღნიშნული მარცხი "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა სრულიად მის თავზე აიღო. 

დასაწყისი ცუდი გვქონდა. ვერც დაცვაში ვითამაშეთ კარგად. როცა მეტოქე 2:0 დაწინაურდა, იმ თამაშს თამაშობდა, რომელიც თავად სურდა. "ატლეტიკომ" ჩვენზე უკეთესი იყო. ვფიქრობ, სათამშო სისტემას პრობლემა არ ჰქონდა.მთავარი პრობლემა დაცვაში იყო. კომპაქტურები არ ვიყავით და მეტოქემ ამით ისარგებლა. როცა გუნდი არ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ეს მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. ამ მარცხს ჩემს თავზე ვიღები, ჩემი ბრალია. - განაცხადა ანჩელოტიმ AS-თან საუბრისას

შემდეგი შეხვედრა "რეალს" 27 სექტემბერს "ლას პალმასის" წინააღმდეგ ელის. 

სხვა სტატიები