Belive

ალბანური მედია: "საქართველო არწივების ბუდეში ითამაშებს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის ეგიდით, უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. მეორე ტურში ჩვენი ნაკრები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება და შეხვედრა ზედმეტად პრინციპულია, რადგან ორივე ნაკრებს, პირველი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. ალბანურ მედიაში მომდევნო თამაშის წინ ოფტიმისტური განწყობაა და მთავარ იარაღად საკუთარ კედლებსა და გულშემატკივართა მხარდაჭერას მოიაზრებენ.

მისია გრძელდება, ალბანეთის ნაკრები საქართველოს "არწივების ბუდეში", Air Albania-ზე მიიღებს. ეროვნული ნაკრები ემზადება იმისთვის, რომ მორიგი ზეიმი მოაწყოს, ისევე, როგორც ეს უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ მოხდა.

სილვინიოს გუნდს რთული გამოცდა ექნება, რადგან საქართველოს მათთვის საუკეთესო მომენტში ხვდებიან, მათ ხომ ჩეხეთი 4:1 გაანადგურეს.

თუ ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირების ისტორიას გადავხედავთ, სტატისტიკა სტუმრების სასარგებლოდ მეტყველებს. 13 მატჩში ალბანელებმა 3-ჯერ მოიგეს, 7-ჯერ წააგეს და მატჩი ფრედ 3-ჯერ დასრულდა.

თუმცა, ეს მაჩვენებლები წარსულის საკუთრებაა და ახლა ისე, როგორც არასდროს, ალბანეთს ჰყავს გამარჯვებისთვის მომართული გუნდი, რომელმაც არ იცის დანებება არცერთი მეტოქის წინაშე.

მოსალოდნელია, რომ ვილი სანიოლი "მძიმე არტილერიით" შემოგვიტევს, კარში მამარდაშვილითა და შეტევაში კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტით. უპირველეს ყოვლისა, ალბანეთს მთელი გუნდისა და მე-12 მოთამაშის, გულშემატკივრების იმედი აქვს.

- ვკითხულობთ ალბანური მედიის სტატიაში(CNA.AL)

ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველომ ჩეხეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, ქართველებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. იმავე დღეს, ალბანეთმა სტუმრად მოუგო უკრაინის ნაკრებს (1:2). ტირანაში, ჯგუფში პირველი ადგილის გასამყარებლად, უშეღავათო ბრძოლა გაიმართება.

სხვა სტატიები