ალბანეთის ყოფილი კაპიტანი მწვრთნელს აკრიტიკებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს საქართველოს ნაკრები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ალბანეთის ნაკრებს მიიღებს. ერთა ლიგაზე ალბანეთმა უკვე მიჯრით მეორე თამაში წააგო - ჯერ ჩვენთან, შემდეგ კი ჩეხეთთან. ერთი შეხედვით, ალბანურ ფეხბურთში კარგი პერიოდია, თუმცა ამ გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, რუდი ვატამ მწვრთნელი გააკრიტიკა და მისი ნაკრების თამაშში ბევრი პრობლემა დაინახა.
ეს ის გუნდი არაა, რომელიც ევრო 2024-ზე ვნახეთ. მექანიზმი დაირღვა. ჩეხეთთან შეშინებულ გუნდს ვგავდით. მწვრთნელმა უკვე 2 მატჩი ჩააგდო და ეს ნორმალური არაა. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტი, რომელიც მსოფლიო დონეზე აგვიყვანს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში აღარაა დამაკმაყოფილებელი, ჩვენ იქ უკვე ორჯერ ვიყავით.
სილვინიომ დიდი დასქმე გააკეთა, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვერ გაიზარდა და 1 წრეზე დადის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც პრობლემები აქვს, მაშინაც კი, როცა ვიმარჯვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მეტოქეს ვჯობნით. პატარა წარმატებით ვტკბებით და ბევრს ვტრაბახობთ. როცა მწვრთნელმა თავიდან დაიწყო, უფრო ენერგიული იყო, უმართთლებდა კიდეც და შედეგი მოვიდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ენდობა, რომელმაც ეს შედეგი მოუტანა და ახალს არაფერს ცდილობს - განაცხადა რუდი ვატამ
სილვინიო ალბანეთის ნაკრებს 2023 წლიდან წრთვნის. ჩვენს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს საქართველო და ჩეხეთი იყოფენ 6-6 ქულით, ხოლო უკრაინასა და ალბანეთს 3 ქულა აქვთ.