Belive

სილვინიო ჰიმნთან დაკავშირებით: "დიდ მადლობას გიხდით პატივისცემისთვის"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი კრისტიან ასლანი გახდა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის კარი 48-ე წუთზე აიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ გააკეთა.

"როგორც უკვე ვთქვით, ძალიან დაბალანსებული ჯგუფში ვთამაშობთ, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ნაკრებს შეუძლია. სანიოლს კარგად დალაგებული, ძლიერი გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება ტაქტიკური წარმატება არ გახლავთ. უბრალოდ, ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ამ ჯგუფში ნებისმიერს შეუძლია მატჩის მოგება. ამისი მაგალითია ის, რომ საქართველომ ალბანეთში დაგვამარცხა. წინ ძალიან რთული ორი მატჩი გველის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს". - სილვინიო

ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩის სტარტზე მომხდარ ამბავსაც გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, ალბანეთში გამართული მატჩის წინ, საქართველოს ჰიმნის დროს, ალბანელმა გულშემატკივარმა სტვენა დაიწყო. დღეს კი, საპასუხოდ, ქართველმა ქომაგებმა ალბანეთის ჰიმნის გაჟღერებისას ტაში დაუკრეს.

"რაც შეეხება ჰიმნს, დიდ მადლობას გიხდით პატივისცემისთვის, მეტოქის დაფასება ფეხბურთის ნაწილია". - სილვინიო

4 მატჩის გამართვის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში მე-2 პოზიციას იკავებს. სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

ნაკრები

გოლები

ქულა

ჩეხეთი

7:7

7

საქართველო

5:3

6

ალბანეთი

3:4

6

უკრაინა

5:6

4

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს გამართავს: საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.

სხვა სტატიები